შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ყარყარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი სპეციალობით სამეთაურო ტაქტიკური საარტილერიო შეიარაღება 1987 წელს; სწავლობდა მოსკოვში მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში (1994-1995). 1987-1988წწ. საბჭოთა არმიის ოცეულის მეთაური, გერმანია; 1990-1991წწ. დივიზიონის შტაბის უფროსი, ქ. ახალციხე; 1991-1992წწ. საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონის მეთაური, ქ. თბილისი; 1992 წელს ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური; 1992-1993წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 1993-1994წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 1998-1999წწ. სახალხო დამცველის რწმუნებული; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ისნის საარჩევნო ოლქიდან. 1992-1993წწ. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში. ქართული ჯარების სარდალი აფხაზეთში, თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ძალების სარდალი (1990-1995), გენერალ-მაიორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge;საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.547; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |