The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ყარყარაშვილი

გია ყარყარაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ყარყარაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი სპეციალობით სამეთაურო ტაქტიკური საარტილერიო შეიარაღება 1987 წელს; სწავლობდა მოსკოვში მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში (1994-1995).

1987-1988წწ. საბჭოთა არმიის ოცეულის მეთაური, გერმანია; 1990-1991წწ. დივიზიონის შტაბის უფროსი, ქ. ახალციხე; 1991-1992წწ. საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონის მეთაური, ქ. თბილისი; 1992 წელს ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური; 1992-1993წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 1993-1994წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 1998-1999წწ. სახალხო დამცველის რწმუნებული; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ისნის საარჩევნო ოლქიდან. 1992-1993წწ. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში. ქართული ჯარების სარდალი აფხაზეთში, თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის ძალების სარდალი (1990-1995), გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge;საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.547; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი "საქართველოს ლეგიონი", თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
    სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და მამაცობისათვის

გააზიარე: