შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ შხვაცაბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი სპეციალობით ავტომობილები, ტრაქტორები და ავტოსატრაქტორო ძრავები 1969 წელს. 1969-1973წწ. საქართველოს სახელმწიფო კომიტეტის ს/ს ტექნიკის სპეცსაკონსტრუქტორო ბიუროს კონსტრუქტორი, სამთო მიწათმოქმედების და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერ-კონსრტუქტორი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1973-1982წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოსავლის ამღები მანქანების კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი; 1982-1986წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის განყოფილების უფროსი, საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის ენერგეტიკული მომსახურების განყოფილების უფროსი; 1986-1996წწ. საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს აგროსამრეწველო კომპლექსის მართვის რესპუბლიკური უმაღლესი სკოლის რექტორი; 1996-1999წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შპს "მენეჯმენტის და აგრობიზნესის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის " დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 364 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |