შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჩიგოგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე 1993 წელს. 1989-1990წწ. - აფხაზეთის შსს დაცვის პოლიციის რიგითი პოლიციელი; 1994-2000წწ. - საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გმს ინსპექტორი; 2000-2001წწ. - საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი; 2001-2003წწ. - შსს ქვემო ქართლის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან წინააღმდეგ ბროლის სამსახურის უფროსი; 2003-2004წწ. - შსს ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2004-2016წწ. - შპს "ბევრილი ჯგუფის" დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი. 2004-2008წწ. - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქიდან. 2010-2014წწ. - კონოთეატრი "აპოლო", დირექტორი. 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №24 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.368 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |