The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ჩიგოგიძე

ვასილ ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაზიდვების პროცესების მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე სპეციალობით 1993 წელს.

1985 წელს თბილისის კონიაკის ქარხანა, მუშა; ამავე წელს ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმართველო, მუშა; 1985-1987წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1987-1988წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა, ვაგონის გამცილებელი; 1993-1996წწ. საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია "საბა-XXI", კომერციული დირექტორი; 1996-1997წწ. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი, სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსი; 1997-1998წწ. საერთაშორისო გადაზიდვების და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;. 1998-1999წწ. "საქრკინიგზაექსპედიცია", გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2004წწ. "საქრკინიგზაექსპედიცია", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე- 6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქიდან; 2010-2014წწ. კონოთეატრი "აპოლო" - დირექტორი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №24 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.368

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: