The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიულა აბაშიძე

დიულა აბაშიძე
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1941
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 2004  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბაქოს უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი 1962 წელს, მოსკოვის სამხედრო აკადემია 1975 წელს.

მსახურობდა უნგრეთში, ბელორუსში და შუა აზიის სამხედრო ოლქებში, ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაშკენტის აღდგენაში მიწისძვრის შემდეგ. 1975–1979 წლებში იყო პოლკის მეთაურის მოადგილე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 1979–1981 წლებში ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩეველი, 1981–1986 წლებში დივიზიის მეთაურის მოადგილე შუა აზიის სამხედრო ოლქში, 1986–1991 წლებში კორპუსის მეთაურის მოადგილე ოდესის სამხედრო ოლქში. ყირიმში პოლკოვნიკმა დიულა აბაშიძემ ჩამოაყალიბა საქართველოს სათვისტომო, იყო მისი გამგეობის პირველი პრეზიდენტი. 1991–1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე, 1992 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი. 1992 წლიდან სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს რესპუბლიკიდან ცხინვალის რეგიონში, ხოლო 1994 წლიდან სამეგრელოს რეგიონში. გენერალ–მაიორი(1993, 18 მარტი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი(1997). დაჯილდოებულია 2 ორდენით და 11 მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ავღანეთის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: