The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ აბაშიძე

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1937  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული სტუდია მოსკოვში 1926 წელს.

1927–1928 წლებში მუშაობდა რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეორე სახელმწიფო თეატრის(ქუთაისის 1928, 1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) შექმნაში. 1928–1930 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი(ბ. შოუს "წმინდა ქალწული", პ. ბ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი", კ. კალაძის "ხატიჯე" და სხვ.) თანარეჟისორი. 1931–1932 წლებში ხელმძღვანელობდა ქუთაისის თეატრს. 1932–1934 წლებში მუშაობდა თელავის თეატრში. 1934–1935 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1935–1937 წლებში მოსკოვის მცირე თეატრის ფილიალის–ზემეტჩინოს თეატრში ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. სხვადასხვა თეატრში მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: ვ. კირშონის "ლიანდაგი გუგუნებს", "სასამართლო", ვ. შკვარკინის "სხვისი ბავშვი", "ჭორი", ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა", გ. "კობეცის "გუტა", ი. მიკიტენკოს "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები" და სხვ. რეპრესირებული. სიკვდილის შემდეგ  რეაბილიტირებულია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. - გვ. 19


გააზიარე: