შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცეზარ ჩოჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლენინგორი (ახალგორი). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1991 წელს. 1991-1997წწ. იყო ფირმა "ლომისის" დირექტორი; 1997-2002წწ. შპს "ლომისის" დირექტორი; 2002 წელს დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ახალგორის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სხვადასხვა წლებში მეწარმეთა ჯგუფებმა ც. ჩოჩელის ხელმძღვანელობით დაარსეს კომპანიები: "ნატახტარი", "დანდი", გიფს-კარდონის ქარხანა, კომპანია "ინტერპლასტი", "მიქსორი", "ბარამბო", "ბერტა" და სხვები. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 373 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |