The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცეზარ ჩოჩელი

ცეზარ ჩოჩელი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლენინგორი (ახალგორი).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი 1991 წელს.

1991-1997წწ. იყო ფირმა "ლომისის" დირექტორი; 1997-2002წწ. შპს "ლომისის" დირექტორი; 2002 წელს დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ახალგორის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სხვადასხვა წლებში მეწარმეთა ჯგუფებმა ც. ჩოჩელის ხელმძღვანელობით დაარსეს კომპანიები: "ნატახტარი", "დანდი", გიფს-კარდონის ქარხანა, კომპანია "ინტერპლასტი", "მიქსორი", "ბარამბო", "ბერტა" და სხვები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 373

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "პროგრესი და თავისუფლება", ერთ-ერთი დამფუძნებელი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: