შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს; საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტთან არსებული ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1991 წელს; აშშ კალიფორნიის უნივერსიტეტის ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის განვითარების პროგრამების კურსი 1996 წელს. 1985-1989წწ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის საბურთალოს რაიონული სამმართველო, წამყვანი სპეციალისტი; 1996 წელს სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს, პროგრამების, ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო, უფროსის მოდგილე; 1996-1997წწ. ჩუღურეთის გამგეობა, გამგებლის პირველი მოადგილე; 1997-1999წწ. შ.პ.ს "საკონსულტაციო ცენტრი", დირექტორი; 1999-2000წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2000-2004წწ. ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.374 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |