The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახუშტი აბაშიძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1746
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ვახუშტი ლევანის ძე აბაშიძე იყო ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახტანგ VI–ის პოლიტიკის მიმდევარი. 1711 წელს ვახუშტი აბაშიძე იმერეთიდან ქართლში გადავიდა, ვახტანგს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული(ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვ.). ამასთან ვახუშტის მამულიც(იმერეთის სოფელი ვახანი, ციხით, მიმდგომი ადგილებითა და ყმებითურთ) ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო და ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დასავლეთ საზღვრების დასაცავად(ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა). 1712 წელს წელს ვახტანგ VI–მ აბაშიძეს მიათხოვა თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი(1698–1746, დაკრძალულია თბილისის სიონში). XVIII საუკუნის 40-იან წლებში ვახუშტი აბაშიძე სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ შაჰის წინააღმდეგ. ვახუშტი აბაშიძისაგან მოდის ქართლის აბაშიძეთა გვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 19-20


გააზიარე: