Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1912–1916 წლებში გამოდიოდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრის სპექტაკლებში. 1918–1919 წლებში სწავლობდა დონის როსტოვის დრამატულ სტუდიასა და კონსერვატორიაში. მსახიობად მუშაობდა იქვე, წითელი არმიის თეატრში, შემდეგ, 1920 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების – თბილისის, ოზურგეთის, ჭიათურის თეატრებში. 1939–1949 წლებში იყო გორის, 1949 წლიდან კი კვლავ ჭიათურის თეატრის მსახიობი. თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ხანუმა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), რიფსიმე (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), მელანო და ელენე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვასა ჟელეზნოვა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), კატარინა (უ.შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ბერსენიევა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ემილია (უ. შექსპირის "ოტელო"), გადია (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"). კინოში შეასრულა როლები: ელპიტე ("ჭრიჭინა", 1954), დათოს ბებია ("ჩვენი ეზო", 1956). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22 ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.37; ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |