შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობდა მთავარ რეჟისორად ბათუმის (1965–1969), თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული (1969–1971, 1979–1983) და თბილისის მუსკომედიის (1971–1975, 1983–1985) თეატრებში. 1967–1979 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი. 1985 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. სუნდუკიანის "პეპო", დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" (ბათუმის თეატრი), ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", ს. მარშაკის "კარუსელი" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი), ს. ცინცაძის "სიმღერა ტყეში", გ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა", ნ. გაბუნიას "ყვარყვარე თუთაბერი" (თბილისის მუსკომედიის თეატრი), ჯ. ვერდის "რიგოლეტო", ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი" (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი). 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |