შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილება 1928 წელს. 1960–1982 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობისა და დენდროლოგიის კათედრის გამგე. 1982 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. დაამუშავა საქართველოში ტყის კულტურების განვითარების, დენდროლოგიისა და მთიან ადგილებში სატყეო მეურნების წარმოების საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1959), პროფესორი(1960), მეტყევე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.633 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |