The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანიკო აბაშიძე

ვანიკო აბაშიძე
Legal name:ივანე აბაშიძე
Date of birth:29 January, 1896
Date of death:1937  (at 40 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი:ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1918 წელს. 1920–1922 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1925 წელს დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია.

1924–1936 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1936 წლიდან იყო ლანჩხუთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სოლომონ მორბელაძე(ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), იბრაჰიმი(ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ხაბასლო(ა. გლებოვის "ზაგმუკი"), გიორგი(ვ. კირშონის "ქართა ქალაქი"), მუნჯი სიმონა(ს. იანოვსკის "ყამირი"), თორღვაი(გ. რობაქიძის "ლამარა"), როლერი(ფ. შილერის "ყაჩაღები") და სხვ.  დადგმული აქვს სპექტაკლები: შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"(ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები", გ. ბუხნიკაშვილის "ნაბიჭვარი"(ვ. შკვარკინის კომედია "სხვისი ბავშვის" მიხედვით). რეპრესირებული. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. მსახიობ დოდო აბაშიძის მამა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22

Awards and Honors

  • 1934 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: