The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე აბაშიძე

ოფიციალური სახელი:იოანე აბაშიძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე  XVIII საუკუნის II ნახევარში, ქეშიკთუხუცესი, ბორჩალოს მოურავი(1769–1799). ერეკლე II–ის მეუღლის, ანა დედოფლის ძმა. როგორც კახეთის მკვიდრს, "კახთ აბაშიძეს" უწოდებდნენ. იყო ერეკლე II–ის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი. აქტიური მონაწილეობა მიიღო კრწანისის ბრძოლაში(1795). ამ ბრძოლაში მის გმირობაზე მიუთითებს ნ. ბარათაშვილი თავის პოემაში "ბედი ქართლისა".  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22


გააზიარე: