The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ცაძიკიძე

პავლე ცაძიკიძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ვეტერინარი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი  ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 1982 წელს და ასპირანტურა 1987 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1996 წელს.

1977-1978წწ. ზემო ალვანის მეურნეობა, სოფლის მურნეობის სამინისტრო, მუშა; 1982 წელს ქ. ვლადიკავკაზის გორსკის სასოფლო-სამეურნეო სამინისტრო, უფროსი ლაბორანტი; 1982-1984წწ. ქ. ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1987 წელს ქ. ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უფროსი პრეპარატორი; 1987-1989წწ. ჩრ. ოსეთის გადამამუშავებელი საამქროს უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 1989- 1990წწ. გორსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ჩრ. ოსეთის განათლების სამინისტრო, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1990-1992წწ. საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1992- 2000წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, განყოფილების უფროსი; 2000-2002წწ. ახმეტის რაიონის გამგებელი; 2002-2004წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, დეპარტამენტის უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №18 ახმეტის საარჩევნო ოლქიდან. სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 379

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: