The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე აბაშიძე

ოფიციალური სახელი:იოანე აბაშიძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1822
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმერეთის 1818–1820 წლების აჯანყების ერთ–ერთი მეთაური. სოლომონ I–ის ასულის, დარეჯანის ძე. იოანე აბაშიძის ცდა, დაემსახურებინა რუსეთის ხელისუფლების ნდობა, მარცხით დამთავრდა. ცარიზმი არ ენდობოდა მეფის შვილიშვილს -იმერეთის ტახტის შესაძლო პრედენდენტს და ეძებდა შესაფერის მომენტს მისი რუსეთში გადასახლებისათვის. აჯანყების გამარჯვებით დამთავრების შემთხვევაში ფეოდალები მას სამეფო ტახტის კანდიდატად წამოაყენებდნენ. ამასთან, მას ფარული კავშირი ჰქონდა ცარიზმის წარმომადგენლებთანაც და არ ერიდებოდა თავისიანების დასმენას. 1820 წლის თებერვალში მთავრობამ მისი დაპატიმრება და გადასახლება გადაწყვიტა. აბაშიძე გურიაში გაიქცა. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა. ორპირობისა და უპრინციპობის გამო მომხრეები განუდგნენ და ახალციხეში მოკლეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22


გააზიარე: