The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1963
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1985 წელს.

მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა, ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გ. შენგელიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი –"ვერცხლის დათვი" დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის "საფეხური"(1975), ტ. კოტეტიშვილის "ანემია" (1988), კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და "ქალაქის ცხოვრება"(1990), ლ. ღოღობერიძის "ორომტრიალი" (1986), გ. მგელაძის "ფესვები"(1987), ტ. კალატოზიშვილის "სკაპენის ოინები"(1985), კაიდანოვსკის "სტუმარი"(ლენფილმი, 1987) და სხვ. 1988 წელს მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის ფილმ "ანემია"-ში. დაიღუპა ქართულ–აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს(1992–1993) დროს, ზემო ეშერასთან. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო-თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.22; ეროვნული ფილმოგრაფია: www.geocinema.ge


გააზიარე: