The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი წულაია

გიორგი წულაია
Date of birth:12 June, 1963  (62 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ლითონმჭრელი ჩარხები და იარაღები 1988 წელს.

1983-1985წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1985 წელს ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, მზიდავი; 1985-1988წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ტექნიკოს-კონსტრუქტორი; 1988-1989წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ–კონსტრუქტორი; 1989-1990წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, საამწე მეურნეობის ინჟინერი; 1990 წელს ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, ინჟინერ–ტექნოლოგი; 1991-1993წწ. გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 1993-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ქუთაისის №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, "მონარქისტული-კონსერვატიული პარტია"; 1996-1999წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; 2001-2004წწ. სააქციო საზოგადოება "უნივერსალ–სერვისის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 391

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სამანდატო, დეპუტატის ეთიკისა და პრივილეგიების კომისია, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " ტრადიციონალისტები - კონსერვატორები", წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო", წევრი (2007-2008)

Share: