The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭეიშვილი

თეიმურაზ ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1979 წელს.

1980-1986წწ. საზღვარგარეთ ნაოსნობის გემების ექიმი, ამავე გემების სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1986-1989წწ. სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-1999წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1999-2002წწ. "ტრანსმედის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფილიალის უფროსი; 2003-2004წწ. ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004 წელს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.394

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები", ფრაქციის მდივანი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2005-2008)

გააზიარე: