Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჭეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1979 წელს. 1980-1986წწ. საზღვარგარეთ ნაოსნობის გემების ექიმი, ამავე გემების სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1986-1989წწ. სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს ექიმი, მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-1999წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1999-2002წწ. "ტრანსმედის" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფილიალის უფროსი; 2003-2004წწ. ქ. თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004 წელს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.394 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |