Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო ჭიპაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს. 1987-1988წწ. ქ. თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი; 1988 წელს რაისაავადმყოფოს ქირურგი, ხარაგაული; 1988-1990წწ. ხაშურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგი; 1990-1993წწ. ქირურგიის სამეცნიერო-საკავშირო ცენტრის ასპირანტი, ქ. მოსკოვი; 1993-1999წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ფორაკოაბდომინალური კლინიკის დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქიდან; 22-04-2004 - 07-05-2004 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2007წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; 2007-2008წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. დისერტაციის თემა - "ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წილის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ანატომიური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.397; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.187 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |