შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ხიდეშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით მეღვინეობის ტექნოლოგია 1974 წელს; მოსკოვის კვების მრეწველობის სახელმწიფო საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი სპეციალობით სასურსათო საქონლის წარმოების ეკონომიკა და ორგანიზაცია 1987 წელს. 1968-1973წწ. ნაფარეულის ღვინის ქარხანა, მუშა; 1976-1978წწ. თელავის კურდღელაურის ღვინის ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1978-1989წწ. "წინანდლის" ღვინის ქარხნის დირექტორი; 1992-1994წწ. აგროსამრეწველო კომერციული ფირმა "წინანდლის" გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2004 წელს ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №17 თელავის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.409 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |