შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუხი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი სპეციალობით სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა 1974 წელს. 1967-1971წწ. "ენგურჰესის" მშენებლობაზე იყო სამშენებლო სამმართველო "გვირაბმშენის" ცვლის უფროსი; 1971-1972წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში; 1973-1988წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1988 წელს იყო რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" სოხუმის რაიონის სამმართველოს უფროსი; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარცევნო ფორმა: პარტიული სიით; ეწევა სამშენებლო საქმიანობას და არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი; 1992-1993წწ. იყო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლების აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.738; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 419 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |