The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადილ ჯაფაროვი

ადილ ჯაფაროვი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:2013  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თაქალო, მარნეულის რაიონი.

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1977 წელს.

1958-1960წწ. მარნეულის რაიონის კაჩაგანის კოლმეურნეობა, მუშა; 1960-1961წწ. თბილისის ტექნიკური სასწავლებელი N1; 1961-1971წწ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანა, მუშა; 1971 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდედობებზე: 1971-1974წწ. ბოლნისის შს რაიგანყოფილების არასაუწყებო დაცვის უფროსი ინსპექტორი; 1974-1980წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების უბნის ინსპექტორი; 1980-1983წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების სოცსაკუთრების დატაცების წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1983-1988წწ. მარნეულის შს რაიგანყოფიების უფროსი; 1988-1993წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსი; 1993-1997წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების სადახლოს პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი; 1997-1998წწ. ქვემო ქართლის რეგიონალური შს მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი; 1998-2000წწ. მარნეულის შს კაჩაგანის ქვეგანყოფილების უფროსი; 2000-2003წწ. მარნეულის შს რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №22 მარნეულის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.423

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2005-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: