The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჯგუბურია

ზურაბ ჯგუბურია
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბირთვული ფიზიკა 1975 წელს.

1980-1981 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიურიი უნივერსიტეტი) ქვეყანათმცოდნეობის - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ფრანგულ სექტორზე; 1988-1991 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა ყაზანის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები ფიზიკისა და ტექნიკის საკითხებზე (8 სტატია).  საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს ზოგადი ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო; 1975-1978 წწ. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 1978-1980 წწ. მუშაობდა ოქუმის საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად; 1981-1985 წწ. საზღვარგარეთ, კონგოს რესპუბლიკაში (ქ. ბრაზავილი), ნაციონალური განათლების სამინისტროს ექსპერტად-ბრაზავილის პატრის ლუმუმბას ლიცეუმის პროფესორად-ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 1986-1992 წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგედ. ამავდროულად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1992 წლიდან დღემდე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1999-2004 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მრჩევლად; 2004-2008წწ. მსაქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2008-2009 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე. 2000-2010 წლებში გამოქვეყნებული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი) პერიოდულ ბეჭდურ მედიაში 15-ზე მეტი სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის სტატია კონფლიქტოლოგიის (აფხაზეთის) საკითხებზე. არის  წიგნების: "აფხაზეთის კონფლიქტი - მითი და რეალობა" (2004), "ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" (ქართულ -რუსულ - ინგლისურ ენებზე, 2007), "ოქუმელთა ასეული" (2014), "აფხაზეთის/საქართველო ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა" (ქართულ - რუსულ - ინგლისურ - ფრანგულ - გერმანულ ენებზე, 2017), "აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა; ფაქტები, შეფასებები" (ქართულ - რუსულ - ინგლისურ - ფრანგულ ენებზე, 2018), "ოკუპირებული აფხაზეთი - 25" (ქართულ- რუსულ -ინგლისურ ენებზე, 2018) პროექტის ხელმძღვანელი - გამომცემელი და ავტორი. ბოლო სამი წიგნი წარდგენილი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1997, 2002).

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: