Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა ჯებაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს. 1984-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა, კლინიკური ორდინატორი; 1986 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ- თანამშრომელი; 1992-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; არის ევროპის გასტროენტეროლოგთა კავშირში (ASNEMGE) ასოცირებული საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაციის გენერალური მდივანი; პედაგოგიური მოღვაწეობა - თერაპიის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისის სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტიტუტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა (2000-2007); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "პიროვნების ფსიქოადაპტაციური და ქარაქტეროლოგიური თავისებურებების მნიშვნელობა ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ფორმირებაში", დაიცვა 1991 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიროვნულ თავისებურებათა მნიშვნელობა კლიმაქტერიული სინდრომის ჩამოყალიბებაში ფსიქოსოციალური ფაქტორების გათვალისწინებით", დაიცვა 2001 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.425 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |