The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ დალაქიშვილი

თამაზ დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1961 წელს.

1961-1964წწ. მუშაობდა "საქალაქმშენსახპროექტში"; 1964-1965წწ. და 1969-1981წწ. თბილისის ზონალურ საპროექტო–ექსპერიმენტულ ინსტიტუტში; 1982-1990წწ. "თბილქალაქპროექტში"; 1991-1997წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით–საწარმოო გაერთიანება "არქფონდის" მთავარი მხატვარ–დიზაინერი; ძირითადი ნამუშევრები: დასახლება დებელე გვინეის რესპუბლიკაში (გ. ბერიძესთან, დ. გრძელიძესთან, კ. ხატიაშვილთან ერთად, 1971-1974), ენგურჰესის მშენებელთა საცხოვრებელი სახლი თბილისში ჭავჭავაძის პროსპექტზე(გ. ბიჭიაშვილთან, ზ. კოპალაძესთან, ო. დარჩიევთან ერთად, 70–იანი წწ.) ჰიდრომშენებელთა დასახლება ვიეტნამში მდინარე დაზე (ა. ღოღობერიძესთან, ა. ჯაფარიძესთან, ა. ქურდიანთან ერთად, 1976-1981), ბავშვთა საგანმანათლებლო–კულტურული ცენტრი ნასოფლარ ავენისში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ბ. გოცორიძესთან, ი. ვაჩეიშვილთან, დ. თოფურიძესთან, ა. ჯაფარიძესთან ერთად, 1987), ცენტრი ქალაქ სოფიაში (თანაავტორი ა. ჯაფარიძე, 1988), არტ–ბიზნესცენტრი თბილისში კ. აფხაზის ქუჩაზე (თანაავტორი ა. ბახტაძე, 1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1988 - არქიტექტურის I საერთაშორისო ბიენალე, გრამპრი

გააზიარე: