Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ დალაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1961 წელს. 1961-1964წწ. მუშაობდა "საქალაქმშენსახპროექტში"; 1964-1965წწ. და 1969-1981წწ. თბილისის ზონალურ საპროექტო–ექსპერიმენტულ ინსტიტუტში; 1982-1990წწ. "თბილქალაქპროექტში"; 1991-1997წწ. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებით–საწარმოო გაერთიანება "არქფონდის" მთავარი მხატვარ–დიზაინერი; ძირითადი ნამუშევრები: დასახლება დებელე გვინეის რესპუბლიკაში (გ. ბერიძესთან, დ. გრძელიძესთან, კ. ხატიაშვილთან ერთად, 1971-1974), ენგურჰესის მშენებელთა საცხოვრებელი სახლი თბილისში ჭავჭავაძის პროსპექტზე(გ. ბიჭიაშვილთან, ზ. კოპალაძესთან, ო. დარჩიევთან ერთად, 70–იანი წწ.) ჰიდრომშენებელთა დასახლება ვიეტნამში მდინარე დაზე (ა. ღოღობერიძესთან, ა. ჯაფარიძესთან, ა. ქურდიანთან ერთად, 1976-1981), ბავშვთა საგანმანათლებლო–კულტურული ცენტრი ნასოფლარ ავენისში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ბ. გოცორიძესთან, ი. ვაჩეიშვილთან, დ. თოფურიძესთან, ა. ჯაფარიძესთან ერთად, 1987), ცენტრი ქალაქ სოფიაში (თანაავტორი ა. ჯაფარიძე, 1988), არტ–ბიზნესცენტრი თბილისში კ. აფხაზის ქუჩაზე (თანაავტორი ა. ბახტაძე, 1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.299 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |