The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აბაშიძე

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1980  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1937 წელს და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

1929 წლიდან მუშაობდა მშენებლობებზე. 1949 წლიდან ხელმძღვანელობდა სხვადასხვა მსხვილ სამშენებლო ორგანიზაციებს. 1956 წლიდან იყო აჭარის სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში. 1971 წლიდან აჭარის სახმშენის უფროსი. მისი პროექტით აშენდა ქობულეთის კულტურის სასახლე (1956), ბათუმის კინოთეატრი "ბათუმი" (1973), რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სხვ. 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1961 - აჭარის დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: