The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დალაქიშვილი

მიხეილ დალაქიშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1904
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1983  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს.

1954-1974წწ. იყო საქართველოს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; აქვს სამი გამოგონება სასათბურე მეურნეობაში თერმული წყლების გამოყენების დარგში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1939), დოცენტი (1940).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949-1950წწ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საშემოდგომო ხორბლის შესწავლასა და წარმოებაში მათი შედეგების დანერგვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის

გააზიარე: