შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა: "ინჟმშენის" მესამე ტრესტში; საგარეჯოს აგურის ქარხნის დირექტორად; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის წყალსადენის მთავარი სამმართველოს უფროსად; საქართველოს ნაკრების უფროს მწვრთნელად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; 1957–1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი; 1957 წელს გახდა ახალგაზრდობის III საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (მოსკოვი); არის მსოფლიოს (1958, 1962, 1963) და სსრკ სამგზის (1957, 1960, 1962) ჩემპიონი. კლასიკური ჭიდაობა. 2015 წლის 20 თებერვალს "ფალავანთა კლუბის" წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი და საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 21; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |