შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნარიმან დალაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ვ. პოდბელსკის სახელობის კავშირგაბმულობის აკადემიის სამხედრო ფაკულტეტი 1936 წელს. 1940-1945წწ. იყო 24–ე, მე–3 შორსმოქმედი ავიადივიზიის (შემდეგ გვარდიული კორპუსის) კავშირგაბმულობის უფროსი; 1945-1964წწ. მსახურობდა სსრკ შეიარაღებულ ძალებში; 1964 წლიდან იყო თადარიგში; II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა მოსკოვთან, სტალინგრადთან, ლენინგრადთან; დაჯილდოებულია საბრძოლო ორედენებითა და მედლებით; საინჟინრო–ტექნიკური სამსახურის გენერალ–მაიორი (1954). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.299
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |