შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ხონის გიმნაზიაში 1907–1917 წლებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1926–1935 წლებში იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა 1936 წელს. 1941 წლიდან იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1952–1965 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. მკვლევარისა და მწერლის მარიამ კიკნაძე-აბაშიძის მეუღლე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეორე რანგის სამხედრო ექიმი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |