შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ქუმსიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს. 1995-1996წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი", წამყვანი სპეციალისტი; 1996-1997წწ. "აუდიტკონსალტინგი", აუდიტორი; 1997 წელს შპს "აუდიტკონსალტინგი"; 1997-1999წწ. "ქართუ ბანკის" ხაზინის უფროსი; 1999-2011წწ. "ბანკ ქართუს" გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; 2010-2012წწ. შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი", სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პარალელურად, 2011-2012წწ. ჰოლდინგ "პალიტრა მედიის", ბიზნესგანვითარების დირექტორი; 2012 წლამდე შპს "რეშენალ სოლუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, და იმავე პერიოდში, დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე; სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე"; 2015-2016წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2016-2017წწ. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი; 2017-2018წწ. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |