შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა დამენია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. სწავლობდა ქ. ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 1990-1992წწ., დაამთავრა (დაუსწრებლად) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 2003 წელს. 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში; 1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი; 2002 წლიდან მსახურობდა ვაზიანის XI კომანდოს ბატალიონის მე–3 ასეულში; 2004 წელს ვაზიანის XI ბატალიონი გადაიყვანეს ცხინვალის რაიონში ქართული სოფლების დასაცავად; 16 აგვისტოს დაიღუპა მოწინააღმდეგე მხარის ერთ–ერთი შეტევის დროს (გადაეფარა ხელყუმბარას და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისაგან იხსნა); ოზურგეთის სკოლას სადაც იგი სწავლობდა მისი სახელი ეწოდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.302; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |