შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქაიხოსრო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიაქაიხოსრო აბაშიძე იყო იმერეთის 1810 აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ I–ის სიძე, აჯანყებაში სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული ზედა საქარა მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ქაიხოსრომ მდინარე ყვირილას ხეობაში 2 ათასამდე კაცი შეკრიბა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილისსა და ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან გენერალ როზენის ჯარებთან შეტაკების დროს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |