The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო აბაშიძე

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 1810
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქაიხოსრო აბაშიძე იყო იმერეთის 1810 აჯანყების აქტიური მონაწილე. სოლომონ I–ის სიძე, აჯანყებაში სოლომონ II-ის მომხრე. აჯანყების დროს მისი მამული ზედა საქარა მეამბოხეთა თავშესაფრად იქცა. ქაიხოსრომ მდინარე ყვირილას ხეობაში 2 ათასამდე კაცი შეკრიბა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიჭირა და გადაჭრა გზა თბილისსა და ქუთაისს შორის, რაც დიდ ხიფათს უმზადებდა დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს. დაიღუპა სოფელ ცხრაწყაროსთან გენერალ როზენის ჯარებთან შეტაკების დროს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25


გააზიარე: