შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დამიანე![]()
ბიოგრაფიაXIV საუკუნის ქართველი მხატვარი, საეკლესიო მოღვაწე; ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას; უბისის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა; ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "საიდუმლო სერობის" ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი; დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქვს დინამიკურობა; დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის; დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები; მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით; თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. "საიდუმლო სერობის" კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური; დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.302
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |