შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საბანკო საქმის სპეციალობით 1996 წელს; ESM თბილისი, ბიზნესის ადმინისტრირების კურსი 2004 წელს. 1996 წელს სს "არმაზიბანკი", საკრედიტო და საინვესტიციო მენეჯერი; 1997-1998წწ. სს "თიბისი ბანკი", საკრედიტო და საინვესტიციო მენეჯერი; 1998-2001წწ. სს "თიბისი ბანკი", ქუთაისის ფილიალის დირექტორი; 2001-2003წწ. სს "თიბისი ბანკი", მომსახურების და ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი; 2003-2006წწ. შპს "სენტა პეტროლიუმი", ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი; 2006 წელს შპს "ტრაიკვესტ ინტერნეიშენელ გრუპი", დირექტორი; 2007-2009წწ. სს "ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი", ორგანიზაციული დეპარტამენტის უფროსი; 2009-2011წწ. შპს "სენტა პეტროლიუმი", საცალო ქსელის დირექტორი; 2011-2012წწ. სს "სილქნეტი", გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი; 2012 წელს "ონიქს კონსალტინგი", მმართველი პარტნიორი; 2012-2013წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2016წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2016-2018წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |