შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის სპეციალობით, ბაკალავრის ხარისხით 1997 წელს; ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით 2000 წელს. 1994-1998წწ. USAID, Burns & Roe Enterprise, Inc. ენერგეტიკული სექტორის ტექნიკური დახმარების პროგრამა, ოფისმენეჯერი, თარჯიმანი; 1998-1999წწ. შპს "გარემოსდაცვითი და საინჟინრო კონსულტანტები", პროექტების კოორდინატორი; 1999-2004წწ. სს "ეი-ი-ეს თელასი", ენერგოგასაღების დირექტორის თანაშემწე, დასავლეთ რეგიონის დირექტორის მოადგილე, პროექტის მენეჯერი, ჩრდილოეთ რეგიონის დირექტორი, შემოსავლების დაცვის მენეჯერი; 2004- 2006წწ. შპს "ენერგია", კონსულტანტი მარკეტინგის საკითხებში; 2006 წელს USAID Core International-ი, ენერგეტიკის სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამა, ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი; 2006-2007წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ენერგეტიკული პროექტის კორდინატორი; 2007-2008წწ. შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", კომერციული დირექტორი, დირექტორი საერთაშორისო საკითხებში; 2008 წელს შპს Kala Energy and Natural Resources, ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი; 2008 წელს სს "საქჰიდრომშენი", გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე; 2012-2017წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე; 2017 წელს დაინიშნა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მრჩევლად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |