The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ელოშვილი

ილია ელოშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1975  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით 1999 წელს; პროფესიული განათლების უნივერსიტეტი(უტრეხტი, ჰოლანდია) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხით 2005 წელს; MCC უნივერსიტეტი, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მიმართულია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA) ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლითი მეთოდით განათლების მიღებაში 2007, 2009წწ.; FIDIC-ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამა, დავათა მოგვარების საბჭოსფედერაცია (ლუქსემბურგი) 2010 წელს; აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაცია, ზედამხედველობის სპეციალისტის ხარისხით 2011 წელს.

2002-2003წწ. შპს "ოსტორ-ნიდერლანდები", კონსულტანტი; 2003-2004წწ. შპს "გორგასალი", კომერციული მენეჯერი; 2004-2005წწ. "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია /PA Consulting Group"-i, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი; 2005-2006წწ. "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია /PA Consulting Group"-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი; 2006-2007წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი; 2007 წელს ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2007-2008წწ. შპს "ვისოლ პეტროლიუმი", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2008 წელს "ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია", გენერალური დირექტორი; 2008-2010წწ. ფონდი "ათასწლეულის გამოწვევა საქართველო", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2010-2011წწ. შპს "ნიუ ენერჯი", ტექნიკური დირექტორი; 2011-2012წწ. ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე; 2012 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (09.09.2016-27.11.2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი). 

წყარო: http://www.energy.gov.ge/staff%20ministry.php?id=3&lang=geo


გააზიარე: