The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა თურქია

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1929  (92 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1954–1955წწ. იყო გროზნოს ოლქის ქ. გუდერმესის რაისაავადმყოფოს მეან–გინეკოლოგი; 1958–1959წწ. საქ. სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სამკურნალო ექსპერტიზისა და პროტეზირების ექიმი–ინსპექტორი; 1959–1968წწ. ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1969–1977წწ. ექსპერიმენტული კიბოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქიმიური კანცეროგენეზის ლაბორატორიას. 1994 წლიდან – შეთავსებით ჰემობლასტოზების განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის და 51 საავტორო მოწმობის. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოვარიალური ციკლის ჰორმონების გავლენა სარძევე ჯირკვლის კიბოს ინდუქცირებაზე",  დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ონკოცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • ონკოცენტრის სარედაქციო კოლეგია, წევრი, მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • საკავშირო სამედიცინო აკადემიასთან არსებული "კანცეროგენეზის" საპრობლემო კომისია, წევრი (1975-1990)
  • საკოორდინაციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: