The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ იაშაღაშვილი

დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1986წწ. იყო თბილისის VIII საავადმყოფოს ქირურგი ინტერნი; 1986–1989წწ. რუსთავის N2 პოლიკლინიკის ქირურგი; 1989–1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი, პარალელურად – საათობრივი ასისტენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, კუჭისა და სანაღვლე გზების ქირურგიის საკითხებზე. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება: "დუოდენო–ბილიარული რეფლექსის ბიოქიმიური გამოვლინების მეთოდური ექსპერიმენტში". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და ნაღვლის ბუშტის შეუღლებული დაავადებები", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.127


გააზიარე: