შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1961წწ. იყო რუსთავის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე, რუსთავის სისხლის სამსახურის დაარსების მთავარი ინიციატორი; 1961–1974წწ. სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1984წწ. დამწვრობის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 1984 წლიდან ახლად შექმნილი თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის დირექტორი. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კომბუსტიოლოგიური დარგის დაარსება. არის ერთ–ერთი დამფუძნებელი აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დამწვრობის მკურნალობა სისხლის ადგილობრივი გამოყენებით", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზური ჰომეოსტაზის დარღვევის მნიშვნელობა მიკროცირკულაციის პათოლოგიასა და მეორადი ნევროზების წარმოშობაში დამწვრობითი დაავადების დროს, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.127; პრაიმტაიმი: primetime.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |