The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით იაშვილი

დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის  N2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე 1971–1973 წლებში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1979წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი; 1979–1982წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1982 წლიდან რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საძილე არტერიებში სისხლის სიჩქარის და ტვინის ფუნქციონალური აქტივობის ურთიერთკავშირს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ცვლილებები შორეულ პოსტოპერაციულ პერიოდში საძილე არტერიების ექსტრაკრანიალური ნაწილების მაოკლუზირებელი დაზიანების დროს", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.128

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: