The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ იაშვილი

ნოდარ იაშვილი
დაბადების თარიღი:1928  (96 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1958 წწ. იყო ჯავახეთის ახალქალაქის ოტორინოლარინგოლოგი; 1958–1960 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატორი; 1961–1964 წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1965-1966 წწ. ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი ინსპექტორი, 1967-1969 წწ. მცხეთის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1971–1973 წწ. სამედიცინო ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის და ალერგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო ნდისერტაციის თემა -"ოტოსკლეროზის კლინიკისა და მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხები", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: