Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა ივერიელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1950წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოს პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1955–1958წწ. ენდოკრინოლოგიური ჯგუფის მეცნიერ–თანამშრომელი (ლენინგრადი); 1958 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების (ამჟამად სამედიცინო აკადემია) ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; იყო ენდოკრინოლოგია–მეტაბიოლოგია–დიეტოლოგიის კლინიკის დირექტორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, დასტამბული აქვს 7 მონოგრაფია. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია (1983). ექიმი–თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის გავლენა გულზე", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებანი", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.128; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |