Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაყვალა ილურიძე–სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1955 წელს. თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, ხოლო 1964 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო–სოციალური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი ასაკობრივ ასპექტში ერთი დღიდან 16 წლამდე", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის მიმოქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა კლიმატოგეოგრაფიულ რეგიონებში", დაიცვა 1988 წელს კიევში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.129 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |